ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს

ნახვები: 533 ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს

ორწლიანი არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სოფელ ქვემო ნიქოზში ძვ.წ. 18-17 საუკუნის ყორღანული ტიპის სამარხი აღმოაჩინეს. როგორც არქეოლოგები აცხადებენ, აღმოჩენა უნიკალურია იმ მხრივ, რომ შიდა ქართლის რეგიონში, 3 800 წლის წინანდელი შუა ბრინჯაოს ხანის ასე შენახული, ასეთი დიდი ზომის სამარხი პირველადაა აღმოჩენილი.

არქეოლოგების განცხადებით, სამარხი სავარაუდოდ ტომის დაწინაურებული წევრის, შესაძლოა ბელადის იყოს. ამაზე კი მიანიშნებს ის ნივთები, რომელიც სამარხშია აღმოჩენილი.

არქეოლოგებმა გათხრების შედეგად ორი ხარის თავი, ოთხთვალა ეტლის დანახშირებული ნაშთები და სხვადასხვა თიხის ჭურჭელი ნახეს. ჭურჭელში სავარაუდოდ სხვადასხვა პროდუქტი უნდა იყოს და მას მიცვალებულს სარიტუალო დანიშნულებით ატანდნენ. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ეტლთან უნდა იყოს მიცვალებულის ძვლები.

არქეოლოგიურ გათხრებს გორის უნივერსიტეტისა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, არქეოლგი გიორგი მიმდიაშილი ხელმძღვსნელობს და მასში გორის უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან ჩართული.

პროექტი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ორ ეტაპად განხორციელდა და კულტურის სამინისტროსა და გორის მერიის მიერ დაფინანსდა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა