აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე

ნახვები: 551 სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში და გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 100 კილომეტრის რადიუსზე, – ამის შესახებ რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის  31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, საიდანაც 28 პირი იდენტიფიცირებულია.

„სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. გუშინ მაშველების მიერ ამოყვანილ იქნა ორი გარდაცვლილის ცხედარი, რომლებიც იდენტიფიცირების მიზნით გადაყვანილ იქნა ექსპერტიზაზე. ამ დროისთვის 31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, საიდანაც 28 იდენტიფიცირებულია და ველოდებით სამი გარდაცვლილი მოქალაქის იდენტიფიცირების პასუხებს. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში და გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 100 კილომეტრის რადიუსზე“, – განაცხადა მარგველიძემ.

მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აღდგენა.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ აღდგენილია ორი ხიდი – ერთი კურორტ შოვის შესასვლელში, მეორე მდინარე რიონის გადასასვლელთან, გლოლის შემოსასვლელში. ასევე, ახალი გზა იქნა გაჭრილი კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ე.წ. კაცხის წყლის მიმართულებით, საიდანაც გადმოვიყვანეთ სტიქიის შედეგად დარჩენილი დაახლოებით 50-ზე მეტი მანქანა. გარდა ამისა, პრევენციის მიზნით, თავად გლოლის ტერიტორიაზე, მდინარე ჭანჭახის აუზში, შენაკადებში მიმდინარეობს მდინარეების კალაპოტების წმენდა და აღდგენილია წყალმომარაგების სისტემა სოფელ გლოლაში და ასევე, ელექტროენერგიით მომარაგება სტიქიიდან რამდენიმე დღეში იქნა აღდგენილი სოფელ გლოლის მოსახლეობისთვის“, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა