ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

თბილისის მერია უსახლკარო ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში დამატებით ექვს უძრავ ქონებას შეიძენს

ნახვები: 533 თბილისის მერია უსახლკარო ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში დამატებით ექვს უძრავ ქონებას შეიძენს

თბილისის მერია უსახლკარო ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში დამატებით ექვს უძრავ ქონებას შეიძენს.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში უკვე 79 უძრავი ქონებაა შესყიდული.

როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, უკვე მომზადებულია მთავრობის განკარგულების პროექტი და დამატებით ექვსი უძრავი ქონების შეძენა მოხდება.

„ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო უსახლკარო ოჯახების დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და მოსახლეობას დავპირდით, რომ თბილისში არცერთი უსახლკარო ადამიანი არ გვეყოლებოდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გასულ წელს დავიწყეთ ბინების შესყიდვა. უკვე 56 ბინაა შესყიდული, ხოლო მიმდინარე წელს შესყიდულია 23 საცხოვრებელი ფართი, რაც, ჯამში, 79 უძრავ ქონებას შეადგენს. გარდა ამისა, უკვე მომზადებულია მთავრობის განკარგულების პროექტი დამატებით ექვსი უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა ოჯახი არ იქნება ფართით დაკმაყოფილებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მოქალაქეებმა, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებთ, ჯერ უსახლკაროს სტატუსი უნდა მიიღონ.

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იმ მოქალაქეებმა, რომელთაც აღნიშნული პრობლემა აქვთ, პირველ ეტაპზე უსახლკაროს სტატუსი უნდა მიიღონ. უსახლკაროს სტატუსს ჯანდაცვის სამინისტრო ანიჭებს. შემდეგ უკვე საკითხს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. დღეის მდგომარეობით, 400-მდე უსახლკარო ოჯახი გვყავს რეგისტრირებული და საცხოვრებელ ფართს ყველა მიიღებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა