ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

სოხუმის აეროპორტი 49-წლიანი სარგებლობის ვადით რუსულ მხარეს გადაეცემა

ნახვები: 554 სოხუმის აეროპორტი 49-წლიანი სარგებლობის ვადით რუსულ მხარეს გადაეცემა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის საინვესტიციო გეგმის განხორციელებისა და მომდევნო ექსპლუატაციის შესახებ რატიფიცირება მოახდინა.

შესაბამის დოკუმენტს მხარი დაუჭირა ე.წ. პარლამენტის 30-მა წევრმა, ორმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა. დოკუმენტი შემუშავებული იყო საოკუპაციო რეჟიმის იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის უწყებებთან ერთად.

აფხაზური მედიის ცნობით, ე.წ. შეთანხმება არეგულირებს აეროპორტში რუსეთის იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების საკითხებს და ასევე განსაზღვრავს მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს. შეთანხმების მოქმედების ვადა 49 წელია, ამასთან 25 წელი იმოქმედებს განსაკუთებული საგადასახადო რეჟიმი.

„აეროდრომი და აეროდრომის ინფრასტრუქტურა დარჩება სახელმწიფო საკუთრებაში და სარგებლობაში გადაეცემა ინვესტორს. აეროპორტის ინფრასტრუქტურა, მათ შორის აეროსადგური ძველი შენობა, რომელიც ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს წარმოადგენს, გადაეცემა ინვესტორს საკუთრებაში. მთავრობათაშორისი შეთანხმების მოქმედების ვადა 49 წელია. განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმის მოქმედების ვადა 25 წელია, შეღავათების ნაწილი შენარჩუნდება შეთანხმების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში“, – განაცხადა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავჯმდომარემ, ალხას ბარციცმა.

ბარციცის თქმით, უკვე არის ორი ინვესტორი, რომელიც დაინტერესებულია პროექტით, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ რომელთან გაფორმდება კონტრაქტი, სპეციალური კომისია მიიღებს.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა