ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

მეთიუ მილერი - შეერთებული შტატების სახელით ვაცხადებ, ვაგრძელებთ საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის მხარდაჭერას

ნახვები: 552 მეთიუ მილერი - შეერთებული შტატების სახელით ვაცხადებ, ვაგრძელებთ საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის მხარდაჭერას

საქართველო „ნატო-ს გაძლიერებული შესაძლებლობების“ მტკიცე პარტნიორია. ეს არის ნატო-ს უახლოესი პარტნიორებისთვის განკუთვნილი კატეგორია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ეს განცხადება ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. კერძოდ, მას ჰკითხეს, რა კომენტარს გააკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შესახებ ვილნიუსში გაკეთებულ არცერთ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა.

„შეერთებული შტატების სახელით ვაცხადებ, ვაგრძელებთ საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის მხარდაჭერას“, - აღნიშნა მილერმა.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს დაუსვეს შეკითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვილნიუსის სამიტზე არ ყოფნის მიზეზთან დაკავშირებით. კერძოდ კი, სიმართლეს შეესაბამება თუ არა გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერი ვილნიუსში უკრაინის ომთან დაკავშირებით ნატო-ს კრიტიკის გამო არ მიიწვიეს.

„ამის შესახებ არაფერი ვიცი“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა