ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, მომსახურების ინფლაციის ნორმალიზება ჯერ კიდევ მხოლოდ მოლოდინია

ნახვები: 534 მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, მომსახურების ინფლაციის ნორმალიზება ჯერ კიდევ მხოლოდ მოლოდინია

ივნისის ჯამურმა ინფლაციამ წლიურად 0.6% შეადგინა. ასევე 3%-იან სამიზნეზე მნიშვნელოვნად დაბალი იყო ფასების ყოველთვიური ცვლილება. ამავდროულად, მომსახურების სფეროს ინფლაცია, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს შიდა მოთხოვნიდან გამომდინარე ზეწოლას, კვლავ მაღალია.



რა შეიძლება ითქვას ამ დინამიკიდან გამომდინარე ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების შესახებ? ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი ცვლილება არ იკვეთება. საკუთრივ, ძლიერი სავალუტო შემოდინებების ფონზე, ვფიქრობთ, რომ სებ-ის ინტერვენციები კვლავ გაგრძლდება, ხოლო წლის ბოლოსათვის რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-მდე დაწევა საკმაოდ რეალისტურია. ამ მხრივ, არგუმენტები სავალუტო რეზერვების შევსების გარდა, კვლავ ლარის ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით გამყარება და ჯამურად სამიზნეზე დაბალი ინფლაციაა, რომელიც, ჩვენი შეფასებით, ივლისში 0.6%-დან კიდევ შემცირდება. თავისთავად, ეს ინფლაციის აღქმისა და მოლოდინების კუთხით მნიშვნელოვანი ფაქტორია. მომსახურების ინფლაციის მხრივ კი, იმდენად, რამდენადაც სამომავლოდ ეკონომიკის ზრდის 5%-იან ნიშნულთან უფრო დაახლოება საბაზო სცენარია, ვფიქრობთ, რომ სამომხმარებლო ფასების ეს კომპონენტიც ეტაპობრივად სამიზნესთან ახლო იქნება.



იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://www.tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30005857-weekly-update-from-the-chief-economist

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა