აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

მარკეტა გრეგოროვა - მნიშვნელოვანია 12 რეკომენდაციის შესრულება, ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობა შეფასებებს გაითვალისწინებს

ნახვები: 551 მარკეტა გრეგოროვა - მნიშვნელოვანია 12 რეკომენდაციის შესრულება, ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობა შეფასებებს გაითვალისწინებს

მნიშვნელოვანია 12 რეკომენდაციის შესრულება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ ევროკომისიის შეფასებისას საქართველოს ყველა რეკომენდაცია შესრულებული ექნება.

„ვიცი, რომ ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულებულია, თუმცა ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეფასება, რომ ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ არ არის შესრულებული. ეს არის მხოლოდ დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია. იმედი მაქვს, საქართველოს მთავრობა ამ შეფასებებს გაითვალისწინებს და შემოდგომაზე, როცა ევროკომისია ამას შეაფასებს, ყველა რეკომენდაცია შესრულებული იქნება“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

მისივე თქმით, ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოება საქართველოსთვის მომგებიანია.

„ევროკავშირიდან ვარ და ვისურვებდი, საქართველო იქ მენახა. ეს უკეთესობისკენ არის. ვფიქრობ, წევრობისკენ გზაც ძალიან გონივრულია, რადგან ევროკავშირი სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნებით სავსე და ეკონომიკურად ერთ-ერთი ძლიერი ბლოკია. ასე რომ, ერთმანეთთან დაახლოება მხოლოდ მომგებიანი მდგომარეობაა საქართველოსთვის, მხოლოდ გზაც კი ძალიან სასარგებლოა“, – აღნიშნა გრეგოროვამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა