ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ლაშა ხუციშვილი - სანქციების აღსრულების ნაწილში აქტიურად ვთანამშრომლობთ ამერიკულ მხარესთან და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან

ნახვები: 553 ლაშა ხუციშვილი - სანქციების აღსრულების ნაწილში აქტიურად ვთანამშრომლობთ ამერიკულ მხარესთან და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან

სანქციების აღსრულების ნაწილში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც ამერიკულ მხარესთან, ისე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და შევთანხმდით, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, დევიდ ო’სალივანთან და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელთან, ჯეიმს ო’ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა ფინანსთა სამინისტროს, კერძოდ, კი შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებები სანქციების აღსრულების მიმართულებით, რამაც მაღალი შეფასება დაიმსახურა.

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებით ერთ-ერთი მოწინავეა რეგიონში და ის ღონისძიებები, რაც შემოსავლების სამსახურს, ფინანსთა სამინისტროს აქვს განხორციელებული აღსრულების მიმართულებით, ნამდვილად სანიმუშოა მსოფლიოში“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

ლაშა ხუციშვილის კომენტარს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა