აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

რატი ბრეგაძე - გვარამიას შეწყალების შესახებ ტელევიზიით გავიგე, მანამდე კონსულტაცია არ გვქონია - როგორც კი მოვიდა დადგენილება, დავიწყეთ მისი აღსრულება

ნახვები: 551 რატი ბრეგაძე - გვარამიას შეწყალების შესახებ ტელევიზიით გავიგე, მანამდე კონსულტაცია არ გვქონია - როგორც კი მოვიდა დადგენილება, დავიწყეთ მისი აღსრულება

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მან „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ სატელევიზიო ეთერის საშუალებით გაიგო და როგორც კი დადგენილება მოვიდა, უწყებამ მისი აღსრულება დაიწყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

“არ მიფიქრია, შესაბამისად, ვერ გეტყვით მოსალოდნელი იყო თუ მოულოდნელი. ჩვენი საფიქრალია პატიმრის უფლებები იყოს დაცული, სასჯელი იყოს აღსრულებული და არა რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი შეწყალებასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილს პრესკონფერენციაზე არ დაუსახელებია არგუმენტაცია. მან თქვა, რომ ის არ ისაუბრებდა არგუმენტაციაზე. შესაბამისად, გამიჭირდება რაიმე დამატებითი კომენტარის გაკეთება. საკმაოდ გვიან იყო გამოცხადებული ეს გადაწყვეტილება, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, გავიგე ერთ-ერთი სატელევიზიო არხის მეშვეობით, მანამდე კონსულტაცია არ გვქონია. როგორც კი მოვიდა დადგენილება, დავიწყეთ მისი აღსრულება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, მიულოცავს თუ არა იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, მათი სურვილია ყველა პატიმრის რესოციალიზაცია იყოს სრულად გავლილი.

„ჩვენ ყოველთვის მოწადინებული ვართ იმაზე, რომ ნებისმიერ პატიმარს, როცა გადის პენიტენციური დაწესებულებიდან, ჰქონდეს რესოციალიზაციის პროცესი სრულად გავლილი, დაუბრუნდეს საზოგადოებას და დაიწყოს ახალი ცხოვრება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა