ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ირაკლი ღარიბაშვილი - შარლ მიშელთან შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ არის მტკიცე, როგორც არასდროს

ნახვები: 552 ირაკლი ღარიბაშვილი - შარლ მიშელთან შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ არის მტკიცე, როგორც არასდროს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრაზე ევროპისკენ საქართველოს სწრაფვის შესახებ ისაუბრეს.

როგორც ღარიბაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, მადლობას უხდის შარლ მიშელს საქართველოს ევროპული მომავლისადმი პერსონალური მხარდაჭერისთვის.

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ არის მტკიცე, როგორც არასდროს და ჩვენ ვიმედოვნებთ, ევროპის საბჭო მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ პრეზიდენტ მიშელს საქართველოს ევროპული მომავლისადმი პერსონალური მხარდაჭერისთვის“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა