რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends
France unrest: Macron blames far-left groups for violence

ემანუელ მაკრონი - საფრანგეთმა უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის მიწოდება გააძლიერა

ნახვები: 538 ემანუელ მაკრონი - საფრანგეთმა უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის მიწოდება გააძლიერა

უკრაინის კონტრშეტევა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში „ვაიმარის სამკუთხედის“ შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, კონტრშეტევა ფრთხილად და მეთოდურად იყო დაგეგმილი იმ სამხედრო ლიდერების მიერ, რომლებიც თავიანთ მონდომებას წელიწადზე მეტია, აჩვენებენ.

„ეს შეტევა რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვეც კი შეიძლება, გაგრძელდეს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დავხმარებოდით მას ლიმიტების ფარგლებში, რომელიც დავუწესეთ ჩვენს თავს კონფლიქტის დასაწყისიდან“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ გააძლიერა იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის მიწოდება უკრაინისთვის.

„ვაიმერის სამკუთხედის“ წლევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი უკრაინის დახმარების საკითხებზე მსჯელობა იყო. სამმხრივი შეხვედრები გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის მონაწილეობით პირველად 1991 წელს გერმანიაში, ვაიმარში გაიმართა. მოლაპარაკების მონაწილეები თავდაპირველად პოლონეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოებას ცდილობდნენ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა