ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ჯარების აქტიური მოქმედება იტყვის იმას, რაც საჭიროა

ნახვები: 533 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ჯარების აქტიური მოქმედება იტყვის იმას, რაც საჭიროა

ჩვენი ჯარების აქტიური მოქმედება იტყვის იმას, რაც საჭიროა, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას.

მისი თქმით, აქტიურად მუშაობენ საჰაერო თავდაცვის სისტემების შემდგომ გაუმჯობესებაზე, რისთვისაც ყოველდღიურად თანამშრომლობენ პარტნიორ ქვეყნებთან.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა ესტონეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შესახებაც, რომლის მიზანიც იყო უკრაინის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა გრძელვადიან პერსპექტივაში.

„ესტონეთი ფუნდამენტურად გვეხმარება იარაღითა და აღჭურვილობით, მხარს უჭერს ჩვენს ნაბიჯებს ნატო-სკენ. მან იცის, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავამარცხოთ რუსიციზმი ახლავე ჩვენს უკრაინულ მიწაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მზადაა ისეთი სიახლეებისთვის, რომლებიც უკრაინას კიდევ უფრო გაძლიერების საშუალებას მისცემს.

„მე გავმართე რამდენიმე შეხვედრა, ხანგრძლივი და შინაარსიანი, ჩვენი ყოვლისმომცველი პოლიტიკის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მომავლისთვის. ის, რაც ეხება სახელმწიფოს შემდგომ ტრანსფორმაციას და ჩვენს მონაწილეობას გლობალურ პროცესებში. როგორც ყოველთვის, ჩვენ ვემზადებით სიახლეებისთვის და გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც კიდევ უფრო მეტ ძალას მისცემს უკრაინას და უკრაინელებს. მადლობელი ვარ ყველას, ვინც ეხმარება ჩვენს ქვეყანას. დიდება ყველა ჩვენს მეომარს, ყველას, ვინც ამჟამად იბრძვის უკრაინისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა