ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ვოლოდიმირ ზელენსკი - განვაგრძობთ ჩვენს პარტნიორებთან კონსოლიდაციას, რათა უკრაინის საჰაერო თავდაცვა მაქსიმალურად ეფექტური გავხადოთ

ნახვები: 554 ვოლოდიმირ ზელენსკი - განვაგრძობთ ჩვენს პარტნიორებთან კონსოლიდაციას, რათა უკრაინის საჰაერო თავდაცვა მაქსიმალურად ეფექტური გავხადოთ

განვაგრძობთ ჩვენს პარტნიორებთან კონსოლიდაციას, რათა უკრაინის საჰაერო თავდაცვა მაქსიმალურად ეფექტური გავხადოთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული ტერორის დამარცხება გულისხმობს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას.

„რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს ყოველდღე და ყოველ ღამეს უკრაინის ყველა რეგიონში, ყველა უკრაინული ქალაქისა და სოფლის ცაზე. როდესაც რუსი ტერორისტების ნებისმიერი თავდასხმა წარუმატებლად დასრულდება ტერორისტებისთვის, მათი დამარცხება გახდება ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების წყარო. ახლა უკრაინაში, ჩვენს მიწაზე, ჩვენს ცაზე წყდება, თავისუფლება და ცივილიზაცია შეინარჩუნებს თუ არა გლობალურ ლიდერობას ამ საუკუნეში. ჩვენ ეს გადავწყვიტეთ ამერიკასთან ერთად, ევროპასთან ერთად, ყველა ჩვენს მოკავშირესა და პარტნიორთან ერთად. მადლობას ვუხდი ყველას მსოფლიოში, ვინც გვეხმარება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსაც შეხვდა, რომელსაც მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის მიწოდებული საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. ლიდერებმა ისაუბრეს შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზეც უსაფრთხოების სფეროში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა