ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ბელგოროდის გუბერნატორი- ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა

ნახვები: 552 ბელგოროდის გუბერნატორი- ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა

რუსული მედიის ცნობით, ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა. შესაბამისი ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩისლავ გლადკოვმა თავის ტელეგრამარხზე გაავრცელა.

„მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბელგოროდის ოლქში დღეიდან კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა, რომელიც ადგენს სპეციალურ ზომებს და დროებით შეზღუდვებს“, – წერს გლადკოვი.

აღნიშნული რეჟიმი ითვალისწინებს მოქალაქეთა დოკუმენტების შემოწმებას, იმ საწარმოებისა და ორგანიზაციების მუშაობის შეწყვეტას, სადაც გამოიყენება ასაფეთქებელი, რადიაქტიური, ქიმიური და ბიოლოგიური საშიში ნივთიერებები.

მანამდე რუსულ ტელეგრამარხებზე გავრცელდა ცნობები, რომ დივერსიულმა ჯგუფებმა ბელგოროდის ოლქის გრაივორონის რაიონის პოლიციის განყოფილება დაიკავეს და რუსული პოლიციის ფორმებითა და მანქანებით გადაადგილდებიან  ქალაქ ბელგოროდისკენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა ბელგოროდში არსებულ ვითარებასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ ოლქში რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი ფორმირებები მოქმედებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა