ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ირაკლი ღარიბაშვილი - ქალბატონ სალომეს, რა თქმა უნდა, დაუკმაყოფილდება განაცხადი ბრიუსელში ვიზიტზე

ნახვები: 533 ირაკლი ღარიბაშვილი - ქალბატონ სალომეს, რა თქმა უნდა, დაუკმაყოფილდება განაცხადი ბრიუსელში ვიზიტზე

ქალბატონ სალომეს, რა თქმა უნდა, დაუკმაყოფილდება მისი განაცხადი - ტექნიკური საკითხია, რომელსაც ადმინისტრაციები წყვეტენ ერთმანეთთან და ამის საჯაროდ გამოტანა არასერიოზული და უადგილოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობა მთავრობას ამ დრომდე არ გაუცია.

როგორც პრემიერი განმარტავს, მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან აღნიშნული განცხადების გაკეთება „ყურადღების გადატანის მცდელობაა“.

„ძალიან უხერხულია ამ თემებზე საუბარი. ტექნიკური საკითხია, რომელსაც წყვეტენ ადმინისტრაციები ერთმანეთთან. ამის საჯაროდ გამოტანა არასერიოზული და უადგილოა. არ იმსახურებს ამხელა ყურადღებას. ქალბატონ სალომეს, რა თქმა უნდა, დაუკმაყოფილდება მისი განაცხადი, რომელიც შემოიტანა. თქვა, რომ ევროპარლამენტში ჰქონდა მანამდე დაგეგმილი ვიზიტი, ელოდებოდნენ, არ წავიდა და ჩვენ დაგვაბრალა. ამის თაობაზე გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ თანხმობა გაცემული გვქონდა. ეს ყურადღების გადატანის მცდელობაა. არაფერი ხდება საერთოდ. ჩვენ ვმუშაობთ და მთავარი არის ის ძირითადი საქმეები, რასაც ვახორციელებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს გეგმავს, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობისგან თანხმობას ელოდება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა