აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირება მოხდა

ნახვები: 551 ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირება მოხდა

ევროკავშირის ოფისთან პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.

ირაკლი კობახიძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მასთან ნიკა მელია მიიჭრა.

ნიკა მელიამ კობახიძეს მიმართა: „შენ გჯერა, რომ მართლა დმანისში ჩვენ დავჭერით საკუთარი აქტივისტები? გჯერა? უსინდისო ხარ, 2 ოქტომბერს მიიღებ შესაბამის პასუხს. უნამუსოვ, ბიძინა ივანიშვილის მონავ".

საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ მელიას „ნაძირალა პროვოკატორი" უწოდა. კობახიძემ მელიას მიმართა: „ეს არის თქვენი სახე".

„ასე აწყობენ პროვოკაციებს ეს ნაძირლები და ბინძურები. პროვოკატორი, ხულიგანი, უინტელექტო, ბინძური", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მხარეებს შორის სიტყვიერი ინციდენტი რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირაკლი კობახიძეს არ უნდა მიეცეს ტყუილის ტირაჟირების შესაძლებლობა.

„ადამიანი, რომელიც ბედავს, რეჟიმი, რომელიც ბედავს, სასიკვდილოდ დაგიჭრას მშვიდობიანი მოქალაქეები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოდიან შენს საარჩევნო შეხვედრაზე, ამის შემდეგ გამოდიან და საუბრობენ, თითქოს ჩვენ მოვაწყვეთ პროვოკაცია, თითქოსდა ჩვენ სასიკვდილოდ დავჭერით ხანჯლებითა და დანებით, თითქოს ჩვენ გავუსწორდით ფიზიკურად ადამიანს რუსთავში სამი დღის წინ. ეს ადამიანი არ იმსახურებს იმას, რომ მას მიეცეს შესაძლებლობა, მოახდინოს ტყუილის ტირაჟირება ისე, როგორც არის მიჩვეული. როგორც დატოვა ეს სივრცე, ზუსტად ასე დატოვებენ 2 ოქტომბერს ეს რეჟიმის მსახურები", - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა