ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ვოლოდიმირ ზელენსკი - ტერორისტულმა სახელმწიფომ კიდევ ერთხელ სცადა ჩვენი ხალხის წამება და კიდევ ერთხელ დამარცხდა ჩვენი ცის დამცველებთან

ნახვები: 552 ვოლოდიმირ ზელენსკი - ტერორისტულმა სახელმწიფომ კიდევ ერთხელ სცადა ჩვენი ხალხის წამება და კიდევ ერთხელ დამარცხდა ჩვენი ცის დამცველებთან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის თავდაცვის ახალი პაკეტის ფარგლებში 1.2 მილიარდის გამოყოფისთვის მადლობას უხდის.

„გადმოგვეცემა არტილერია, სხვადასხვა აღჭურვილობა ტერორისტების რაკეტებისა და თვითმფრინავებისგან დასაცავად და ჩვენი დამცველების გასაძლიერებლად. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ბაიდენს, კონგრესს – ორივე მხარეს და თითოეულ ამერიკელ ოჯახს მათი ურყევი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.

ამასთან, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დანაშაულის ტრიბუნალის შექმნაზე მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ ახლა აუცილებელია, აგრესორს სრული პასუხისმგებლობა დაეკისროს.

„ტერორიზმის ყველა გამოვლინება უნდა განადგურდეს და ყველა ტერორისტი უნდა გასამართლდეს. დღეს, მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა სახელმწიფომ კიდევ ერთხელ სცადა ჩვენი ხალხის წამება და კიდევ ერთხელ დამარცხდა ჩვენი ცის დამცველებთან, მადლობას ვუხდი ჩვენს საჰაერო ძალებს და ჯარების სხვა დანაყოფებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საჰაერო თავდაცვას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა