აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

„ნაპოლის“ ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმება მომდევნო ტურში შეუძლია

ნახვები: 551 „ნაპოლის“ ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმება მომდევნო ტურში შეუძლია

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „იუვენტუსი“ ტურინში 1:0 დაამარცხა და შესაძლოა, იტალიის ჩემპიონობა სერია A-ს მომდევნო ტურში ოფიციალურად გაიფორმოს, მაგრამ ამისთვის ორი შედეგის დაფიქსირებაა საჭირო.

ნეაპოლელებმა „იუვენტუსთან“ მოგებით სეზონის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე მაურისიო სარის „ლაციოსთან“ უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდეს. ლუჩანო სპალეტის გუნდს სკუდეტომდე ერთი ნაბიჯი აშორებს და ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმება მომდევნო, 32-ე ტურში შეუძლია.

შაბათს, 29 აპრილს „ნაპოლი“ საკუთარ „სტადიო მარადონაზე“ „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში „ლაციოსთან“ სხვაობას 20 ქულამდე გაზრდის. მაურისიო სარის გუნდი კი კვირას, 30 აპრილს, „სან სიროაზე“ მილანის „ინტერს“ ეთამაშება. თუ რომაელები მატჩს ფრედ დაასრულებენ ან დამარცხდებიან, ნეაპოლიტანელები ავტომატურად იტალიის ჩემპიონები გახდებიან და არსებობის ისტორიაში სკუდეტოს მესამედ მოიპოვებენ.

ასე რომ, ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ ტიტულის მოპოვებისთვის „სალერნიტანასთან“ მოგება და „ლაციოს“ „ინტერთან“ დამარცხება ან ფრე სჭირდება.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა