ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

გივი მიქანაძე - არავის მივცემთ საშუალებას, სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით მავნებლური, ზიანზე ორიენტირებული კომისია შეიქმნას

ნახვები: 533 გივი მიქანაძე - არავის მივცემთ საშუალებას, სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით მავნებლური, ზიანზე ორიენტირებული კომისია შეიქმნას

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექნის თემით ოპოზიციას სურს, ის წარმატებული პროცესი გადაფაროს, რაც მმართველი გუნდის თაოსნობით 12 რეკომენდაციის თვალსაზრისით ხორციელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დამოუკიდებელი სასამართლოს დისკრედიტაციის უფლებას არავის მისცემენ.

„დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ძალიან მყარი და მტკიცე პოზიცია გვაქვს, რაც, პირველ რიგში, გამომდინარეობს იქიდან, რომ საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე შეტევის მცდელობის საშუალებას არავის არ მივცემთ. ასევე არავის არ მივცემთ დამოუკიდებელი სასამართლოს დისკრედიტაციის უფლებას. ამ პროცესით ოპოზიციას სურს, რომ ის წარმატებული პროცესი გადაფაროს, რაც მმართველი გუნდის თაოსნობით 12 რეკომენდაციის თვალსაზრისით ხორციელდება. სუფთა სამართლებრივი თვალსაზრისით რომ ვიმსჯელოთ, პარლამენტის რეგლამენტი არ ცნობს მსგავსი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველს. ამიტომ ყველანაირი საფუძველი არსებობს იმის, რომ ჩვენ ამ კომისიას არ დავუჭიროთ მხარი და არც დავუჭერთ. თუ საჭიროება იქნება, მაქსიმალურად გამოვიყენებთ ყველა პროცედურულ თუ სამართლებრივ მექანიზმებს, რითიც ოპოზიციას საშუალებას არ მივცემთ, რომ პარლამენტში ქვეყნისა და სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით ასეთი მავნებლური და ზიანზე ორიენტირებული კომისია შეიქმნას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო კენჭი სამჯერ ვერ უყარეს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა