ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

„მილანთან“ „ნაპოლი“ ოსიმენის და სიმეონეს გარეშე ითამაშებს

ნახვები: 553 „მილანთან“ „ნაპოლი“ ოსიმენის და სიმეონეს გარეშე ითამაშებს

ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ, „ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი „მილანთან“ 12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩს გამოტოვებს.

ნეაპოლელების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ დაასახელა შემადგენლობა, რომლითაც გუნდი „სან სიროზე“ სტეფანო პიოლის „როსონერის“ წინააღმდეგ პირველი მატჩისთვის გაემგზავრა და სიაში ნიგერიელი თავდამსხმელი არ არის.

ნიგერიელმა თავდამსხმელმა ნაკრებში მიყენებული ტრავმის შემდეგ მომჯობინება ვერ შეძლო და განაცხადში ვერ მოხვდა. ასევე გამოირიცხა არგენტინელი ჯოვანი სიმეონეს თამაშიც, რომელიც წინა ტურში „ლეჩესთან“ დაშავდა.

ამგავრად, „ნაპოლის“ ცენტრალური თავდამსხმელებიდან ერთადერთი ჯაკომო რასპადორია გამოჯანმრთელებული და სათამაშოდ მეტ-ნაკლებად მზად არის. სავარაუდოდ, ეს გამორიცხავს ვერსიას, რომ ცენტრფორვარდის როლში ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას ათამაშებდა.

ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი „მილანსა“ და „ნაპოლის“ შორის „სან-სიროზე“ 12 აპრილს, 23:00 საათზე დაიწყება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა