რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends
France unrest: Macron blames far-left groups for violence

ანა ნაცვლიშვილი - საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ისგან ათჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, რა დანაშაულებრივი სქემით იმართება სასამართლო

ნახვები: 538 ანა ნაცვლიშვილი - საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ისგან ათჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, რა დანაშაულებრივი სქემით იმართება სასამართლო

საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ისგან ათჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, რა დანაშაულებრივი სქემით იმართება სასამართლო, თუმცა კლანურ მმართველობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ადეკვატურად არ აფასებს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

„კითხვები იყო იმის თაობაზე, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საკუთარი კანონმდებლობის გათვალისწინებით, გადაწყვეტილება, საკუთარ ქვეყანაში ვინ შეუშვას და ვინ – არა. ეს ინფორმაცია წლებია, საჯაროა და საქართველოს ხელისუფლებას ცხვირწინ უდევს, მაგრამ, ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, აშშ-ის ხელისუფლება კანონმორჩილია და ინფორმაცია, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, აიღეს, შეაფასეს და რეაგირება გააკეთეს. საქართველოს ხელისუფლებას ათჯერ მეტი ინფორმაცია აქვს იმასთან დაკავშირებით, რა დანაშაულებრივი სქემით იმართება სასამართლო, თუმცა, აშშ-ის ხელისუფლებისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლება ადეკვატურ შეფასებას არ აძლევს იმ ინფორმაციას, რომელიც კლანურ მმართველობასთან დაკავშირებით საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომია. საუბარია ოთხ ადამიანზე, რომლებიც სისტემის სათავეს წარმოადგენენ, თუმცა ვიცით, რომ ოთხ ადამიანზე არ დგას კლანური მმართველობა. ამიტომ თუ პარლამენტს ადეკვატური რეაგირება სურს, უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის დანარჩენ სქემას ამ ოთხი ადამიანის მიღმა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა