ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფებიან

ნახვები: 553 ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფებიან

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან. ევროპელი ლიდერები ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა რუსეთის უკრაინაში შეჭრა, სავაჭრო მოლაპარაკებები და კლიმატთან დაკავშირებულ საკითხები იქნება. ასევე, მედიის ცნობით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანი პეკინთან, როგორც მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენაა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონი აპირებს, რომ სი ძინპინს რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ჩინეთის გავლენების გამოყენება სთხოვოს.

ლიდერები მოგვიანებით ჩინეთის პრემიერ-მინისტრსა და ინვესტორებსაც შეხვდებიან.

ემანუელ მაკრონი ჩინეთში 2019 წლის შემდეგ არ ყოფილა, ხოლო ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის ეს პირველი ვიზიტია, ევროკომისიის პრეზიდენტის რანგში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა