ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ანა წითლიძე - ვისურვებდი, ხაზარაძემ დააკონკრეტოს, რომელ პარტიას გულისხმობს, ერთადერთი, რომელსაც არ უნდა, ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, არის რუსული ოცნება

ნახვები: 553 ანა წითლიძე - ვისურვებდი, ხაზარაძემ დააკონკრეტოს, რომელ პარტიას გულისხმობს, ერთადერთი, რომელსაც არ უნდა, ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, არის რუსული ოცნება

ვისურვებდი, ხაზარაძემ დააკონკრეტოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას გულისხმობს. ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც არ უნდა, კანდიდატის სტატუსი მიიღოს ამ ქვეყანამ და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, არის რუსული ოცნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

წითლიძის თქმით, საქართველოში მან არ იცის სხვა პოლიტიკური პარტია, რომელიც შეიძლება, ხელს უშლიდეს კანდიდატის სტატუსს.

„მიმაჩნია, რომ ეს განცხადებები თუ არ იქნება უფრო მკაფიო, რუსულ ოცნებას შეუძლია, პროპაგანდისთვის გამოიყენოს ისევ ოპოზიციის წინააღმდეგ. ამიტომაც ვისურვებდი, მსგავსი განცხადებები უბრალოდ არ ყოფილიყო და თუ იქნებოდა, მაშინ ბატონმა ხაზარაძემ დააკონკრეტოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას გულისხმობს. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მთავარი მესიჯი, რაც ჩვენგან საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ, არის ის, რომ როგორი ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა ჰყავდეს საქართველოს, ეს არის დროებითი, ქართველი ხალხი თავისი ბრძოლით – და ეს განსაკუთრებით გამოაჩინა 7-8 მარტის მოვლენებმა – იმსახურებს, რომ გვქონდეს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რაც შეგვიძლია ამ მიმართულებით, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.

წითლიძის განცხადებით, არ ფიქრობს, რომ მამუკა ხაზარაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობს, რადგან, როგორც წითლიძე განმარტავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამის საბაბი არასდროს არავისთვის მიუცია.

„ვისურვებდი, რომ უფრო მკაფიო იყოს ეს განცხადებები, რადგან ვიცით, როგორია ხელისუფლების პროპაგანდა. ხელისუფლება ცდილობს, თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაშინ ეს დააბრალოს ოპოზიციას და ბატონი ხაზარაძის განცხადებები შეიძლება, ხელისუფლებამ სწორედ ამ პროპაგანდისთვის გამოიყენოს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა