ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ხვიჩა კვარაცხელია - ცხოვრებაში ის ვისწავლე, რომ ადამიანს შეუძლია, ოცნება აიხდინოს

ნახვები: 534 ხვიჩა კვარაცხელია - ცხოვრებაში ის ვისწავლე, რომ ადამიანს შეუძლია, ოცნება აიხდინოს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურმა ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუს ფრაგმენტი გამოაქვეყნა, სადაც „ნაპოლისა“ და „ჯვაროსნების“ თავდამსხმელი დამწყებ ფეხბურთელებს მიმართავს.

„მეც ვიყავი მათი ტოლი, მეც ვიყავი ბავშვი და მეც მქონდა ოცნებები, რომლებიც არარეალურად მეჩვენებოდა. ცხოვრებაში ის ვიგრძენი და ვისწავლე, რომ ადამიანს შეუძლია, ოცნება აიხდინოს თუ, რა თქმა უნდა, მონდომება ექნება და იშრომებს. რაც უნდა დაბრკოლება შეხვდეს, უნდა იყოს ძლიერი, წამოდგეს ფეხზე და არასოდეს დაეცეს.

ამიტომ ბავშვებს მინდა, მივმართო – ყველაფერი გააკეთონ, არა მხოლოდ სპორტში, არამედ სხვა საქმეშიც, რომ გახდნენ ისეთები, როგორი ოცნებაც აქვთ. ჩემი აზრით, ყველაფერი მიღწევადია, მთავარია, შრომა არაფერს დააკლონ და ისე იცხოვრონ, როგორც ამ საქმეს სჭირდება“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა