ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

"ბატონო მოსამართლეებო, ყურადღებით იყურეთ ცაში" - მედვედევი ჰააგას ემუქრება

ნახვები: 552 "ბატონო მოსამართლეებო, ყურადღებით იყურეთ ცაში" - მედვედევი ჰააგას ემუქრება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ჰააგას სასამართლოს ჰიპერბგერითი რაკეტებით ემუქრება. ამის შესახებ რუსი მაღალჩინოსანი "ტვიტერზე" წერს.

რუსი პროპაგანდისტი საერთაშორისო სასამართლოს უბადრუკ ორგანიზაციად  მოიხსენიებს და წერს, რომ მისი დაბომბვის გამო თავს არავინ შეიწუხებს და არც ომი დაიწყება. 

"და კიდევ... სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ტყუილ-უბრალოდ გაყოყოჩდა. ნახეთ, როგორი მამაცები ვართ, არ ჩავისვარეთ და მსხვილ ატომურ სახელმწიფოს დავუპირისპირდითო. ბატონებო, ყველანი ღმერთის და რაკეტების ქვეშ დავდივართ. მარტივი წარმოსადგენია, ჩრდილოეთ ზღვიდან ჰააგას სასამართლოს შენობის მიმართულებით ჰიპერბგერითი "ონიქსის"  წერტილოვანი გამოყენება. სამწუხაროდ, მისი ჩამოგდება შეუძლებელია. სასამართლო მხოლოდ უბადრუკი საერთაშორისო ორგანიზაციაა და არა ნატოს ქვეყნების მოსახლეობა, ამიტომ ომსაც არ დაიწყებენ. შეეშინდებათ და არც არავინ შეიცოდებს. ასე, რომ, ბატონო მოსამართლეებო, ყურადღებით იყურეთ ცაში, - წერს მედვედევი. 

შეგახსენებთ,რ ომ 17 მარტს ჰააგას სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.  

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა