აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ძალიან დიდი წნეხი ელით - ბესელია "ოცნებიდან" წამსვლელებზე

ნახვები: 551 ძალიან დიდი წნეხი ელით - ბესელია "ოცნებიდან" წამსვლელებზე

"ოცნებიდან" დემარშით წასული ეკა ბესელია ფიქრობს, რომ დეპუტატებს, რომლებსაც მმართველი პარტიის დატოვება სურთ, რთული გზა ექნებათ გასავლელი.

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ხელისუფლების მხრიდან წამსვლელების მიმართ მუქარას და მანიპულაციებს არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ამ ბრძოლაში ყევლაზე მნიშვნელოვანი  ღირსებაა. 

"ყველა ამ ადამიანმა, ვისაც საკუთარი ღირსება უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სად დგას, ვისთან დგას, რა ღირებულებებთან დგას. რა თქმა უნდა, მათზე იქნება სხვადასხვა ტიპის მანიპულაციები, შეთავაზება, იძულება, მუქარა. არ იქნება იოლი გადაწყვეტილების მიღება. ვინც ჩუმად წავა, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უხმოდ დატოვოს პარტია, მათ შეთავაზებებიც ექნებათ. წნეხი იქნება ძალიან დიდი, რა თქმა უნდა და ძალიან ბევრი პრობლემა უნდა გადალახონ მათ. ამას დიდი გამბედაობა სჭირდება, მაგრამ ადამიანმა თითონ უნდა გადაწყვიტოს, ღირსებაა ყველაზე მნიშვნელოვანი თუ ის კომფორტის სივრცე, - ამბობს ბესელია. 

 

რა ხდება "ქართულ ოცნებაში" - მმართველი პარტიის ლიდერები დუმილის რეჟიმში არიან.  არცერთი მათგანი საზოგადოებასთან არ ჩნდება და არ ამბობს, რა ხდება პარტიაში.

არსებული ინფორმაციით, რუსული კანონის მოწინააღმდეგე დეპუტატების ნაწილს დუმილის სანაცვლოდ დასაქმებას საჯარო სამსახურებში პირდებიან. ერთ-ერთი ვერსიით, დეპუტატი ჩაჩიბაია თავდაცვის უწყებაში გადაჰყავთ, გეგმები აქვთ კოვზანაძესთან  და ხელაშვილთან  დაკავშირებითაც. რაც შეეხება სერკეენკოს და იობაშვილს, მათ "ქართული ოცნების" პირობებსი მუშაობა არცერთ თანამდებობაზე არ უნდათ.  

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა