ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

დასავლური მედია - საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად გაიწვია კანონპროექტი, რომელმაც საპროტესტო აქციები და საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია

ნახვები: 534 დასავლური მედია - საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად გაიწვია კანონპროექტი, რომელმაც საპროტესტო აქციები და საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია

საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად გაიწვია კანონპროექტი „უცხოური გავლენის“ შესახებ, რომელმაც ამ კვირაში საპროტესტო აქციები და საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

ტელეკომპანიის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც „ათიათასობით ადამიანმა საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები გამართა.

კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება ასევე გამოხატეს აშშ-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა“.

პარლამენტში ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის ჩაგდებას ეხმაურება Reuters-იც.

„საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი, რომელმაც დიდი შიდა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია და საფრთხე შეუქმნა კავკასიური ქვეყნის მცდელობას უფრო მჭიდრო კავშირები ჰქონდეს ევროპასთან. ათიათასობით ქართველი ზედიზედ სამი ღამის განმავლობაში გამოდიოდა თბილისის ქუჩებში. ისინი აპროტესტებდნენ ამ ინიციატივას და აცხადებდნენ, რომ მთავრობა ცდილობს ქვეყანა მზარდი ავტორიტარული მიმართულებით წაიყვანოს“, - წერს გამოცემა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა