ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

"თუ არ გავერთიანდით, ჩვენ ვერ გავუმკლავდებით იმ გამოწვევებს, რომელიც რუსეთიდან მოდის" - ხაზარაძე

ნახვები: 554 "თუ არ გავერთიანდით, ჩვენ ვერ გავუმკლავდებით იმ გამოწვევებს, რომელიც რუსეთიდან მოდის" - ხაზარაძე

ქართველი ერი იდგება იქ, სადაც მეგობარს უჭირს - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ უკრაინაში, ირპენში ისაუბრა.

ხაზარაძის თქმით, თუ არ გავერთიანდებით და თუ ძლიერ სახელმწიფოს არ ავაშენებთ, ვერ გავუმკლავდებით იმ გამოწვევებს, რომელიც რუსეთიდან მოდის.

"მე მინდა მოვუწოდო მთელ ჩვენს ერს, ჩვენს ხალხს, რომ თუ არ გავერთიანდით, თუ სასწრაფოდ არ ავიშენეთ ის სახელმწიფო, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის და ჩვენ გევკადრება, თუ არ გავაკეთეტ ის ქმედებები, რომელიც საქართველოს გააერთიანებს, შექმნის ძლიერ თავდაცვას, ძლიერ ეკონომიკას და არ ააშენებს ძ₾იერ საქართველოს, ჩვენ ვერ გავუმკლავდებით იმ გამოწვევებს, რომელიც ისტორიულად გვქონდა და გვექნება მომავალში რუსეთიდან. მე მინდა ერთიანობისკენ, გაერთიანებისკენ მოვუწოდო ყველას. აქ არ არის პოლიტიკური პარტიების გაერთიანებაზე საუბარი, საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ და გავერთიანდეთ იმისათვის, რომ ჩვენი მომავალი ჩვენ გვეკუთვნოდეს და ჩვენი სვილების მშვიდობა ვუზრუნველყოთ", - ამბობს მამუკა ხაზარაძე. 

ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები, ამ წუთებში ირპენში არიან, ადგილზე, სადაც რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოსახლეობა დახვრიტა და საერთო სამარხებში დამარხა. 

ადგილზე ბრიტანელი, იტალიელი, ესპანელი, ფრანგი, პარლამენტარების გვერდით  არ არიან  საქართველოს მმართველი  პარტიის დეპუტატები. თუმცა არიან ოპოზიციის ლიდერები საქართველოდან.  


 
 
 
-0:06
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა