ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროები დააჯილდოვა

ნახვები: 534 ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროები დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროები დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყების წლისთავზე, კიევში, სოფიას მოედანზე გაიმართა.

ცერემონიის დროს აღმართეს უკრაინის სახელმწიფო დროშა. ეროვნული ჰიმნი მომღერალმა, სვიატოსლავ ვაკარჩუკმა შეასრულა.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში გარდაცვლილ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს.

სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა დამცველს, ვინც აგრესორს წინააღმდეგობას უწევს.

„მადლობას ვუხდი ყველა, ვინც გაუძლო იმ თებერვალს, ამ წელს და ვინც უკრაინას უძლეველს ხდის. დიდება ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ეროვნულ გვარდიას, დაზვერვას, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, ეროვნულ პოლიციას, უკრაინელ მესაზღვრეებს და ყველა თქვენგანს, ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებს. დიდება თქვენ, ვინც ბრძოლაში გვეხმარება და ვინც სიცოცხლის გადარჩენაში მონაწილეობს. ნათელი ხსოვნა მათ, ვისი სიცოცხლეც ამ ომმა წაგვართვა“,- განაცხადა ზელენსკიმ.

დაჯილდოების ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების მდივანი ალექსეი დანილვი, ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვა მაღალჩინოსნები.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა