ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

პუტინი - რუსეთი შეიარაღების კონტროლის ხელშეკრულებაში მონაწილეობას აჩერებს

ნახვები: 553 პუტინი - რუსეთი შეიარაღების კონტროლის ხელშეკრულებაში მონაწილეობას აჩერებს

რუსეთი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობას აჩერებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები, ნატო-ს მეშვეობით, მოსკოვს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ულტიმატუმს უყენებს. პუტინის თქმით, ვაშინგტონი ყველა პუნქტის შესრულებას ითხოვს, თავად კი გეგმავს, „მოიქცეს ისე, როგორც უნდა“.

ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, შეერთებული შტატები ბირთვული იარაღის გამოცდის შესაძლებლობაზე ფიქრობს და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და „როსატომი“ მზად უნდა იყვნენ, ბირთვული იარაღის გამოსაცდელად.

„ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ზოგიერთი ფიგურა ვაშინგტონში, უკვე ფიქრობს მათი ბირთვული იარაღის გამოცდის შესაძლებლობაზე, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებული შტატები ავითარებს ბირთვულ იარაღის ახალ ტიპებს. ამ სიტუაციაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და „როსატომმა“ უნდა უზრუნველყონ მზადყოფნა რუსული ბირთვული იარაღის გამოცდისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიქნებით პირველი, ვინც ამას გააკეთებს, მაგრამ თუ შეერთებული შტატები გამოცდას განახორციელებს, ჩვენც გავაკეთებთ ამას", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა