აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ვერ დგინდება, როდის იყო მიყენებული ნამუშევრისთვის მცირედი დაზიანება, ჩვენთან თუ სასახლეში უკვე დაზიანებული მოვიდა

ნახვები: 551 პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ვერ დგინდება, როდის იყო მიყენებული ნამუშევრისთვის მცირედი დაზიანება, ჩვენთან თუ სასახლეში უკვე დაზიანებული მოვიდა

სვიმონ დადიანის ნამუშევრები, პრეზიდენტის ინიციატივით, შუამდგომლობით, პრეზიდენტის ერთ-ერთმა უახლოესმა ოჯახმა საქართველოს გადმოსცა საჩუქრად, ეს არის დაახლოებით 30 ნამუშევარი, რომლებიც ინახება ხელოვნების სასახლეში, ნაწილი კი ექსპონირებული იყო ორბელიანების სასახლეში, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში, კონსტანტინე ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„ჩვენი მიზანი გახლავთ, რომ ერთობის საფუძველი შეიქმნას ქართულ ემიგრაციულ კულტურასა და დღევანდელ საქართველოს შორის, ამიტომ ჩვენ ყოველ მსგავს ფაქტს, როგორც ძველ ემიგრაციას უკავშირდება, ასევე თანამედროვე უცხოეთში მყოფ ქართველ ხელოვანებს, ყოველთვის ვეკიდებით გულისხმიერებით და ვცდილობთ, ამ ნამუშევრების ან გამოფენა, ან დროებითი ექსპონირება საქართველოში მოხდეს. რაც შეეხება ამ ნამუშევრების დაზიანებას. ნამუშევრებმა საქართველომდე დიდი გზა გამოიარა. ისინი თავის დროზე დასაწყობებული იყო ამერიკაში, აშშ-იდან ჩავიდა პარიზში, პარიზიდან ჩამოვიდა საქართველოში. იყო ორ სხვადასხვა სივრცეში ექსპონირებული. აი, ამ ათეულობით ნამუშევრიდან მხოლოდ ხუთი ნამუშევარი შეირჩა ხელოვნების სასახლის მიერ ჩვენთან გამოსაფენად. შესაბამისად, ის დაზიანებები, ის მცირედი დაზიანება, რომელიც ვერ ვიტყოდი, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, ვერ დგინდება, როდის იყო მიყენებული ნამუშევრისთვის, ჩვენთან თუ, ზოგადად, დაზიანებული მოვიდა ჩვენს სასახლეში.

საერთოდ, მსგავსს ბრალდებებს, რომელსაც ვადევნებდით თვალს და დღეს გაჟღერდა სამინისტროს მხრიდან, მიჩვეულები ვართ. ამიტომ ჩვენთვის ეს ახალი არ გახლავთ. ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ პოლიტიკის, რომ აუცილებლად უნდა შეივსოს საქართველოს მუზეუმები ახალი ხელოვნების ნიმუშებით, მით უფრო საქართველოს ემიგრაციიდან“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ეს ნამუშევრები პრეზიდენტისთვის არ იყო საჩუქრად გადმოცემული. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტმა ითამაშა დიდი როლი, რომ ნამუშევრები საჩუქრად გადმოსცემოდა საქართველოს და, ამ შემთხვევაში, მიმღები მხარე ყოფილიყო ხელოვნების მუზეუმი.

„ნდობა მათი მხრიდან ქართული კულტურული ინსტიტუციებისა არ იყო, შესაბამისად, პრეზიდენტის წონას, მის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მით უფრო, რომ ეს ოჯახი, რომლებიც არიან მემკვიდრეები სვიმონ დადიანის ნამუშევრებისა, ძალიან დიდ პატივს სცემენ პრეზიდენტს, ძალიან ხანგრძლივი ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებთ“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, ვადებთან დაკავშირებით დარღვევა არ ყოფილა.

„ჩვენ გვაქვს მემორანდუმი ხელოვნების სასახლესთან. ვადებს რაც შეეხება, ვადები, ვფიქრობ, რომ ყველანაირად დაცული იყო და არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ჩვენ გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის ხანგრძლივი მემორანდუმი მუზეუმთან. ჩვენი მემორანდუმი იყო პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე. ეს სასახლე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დაცული სახელმწიფო შენობა, რომელსაც იცავს სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან დაწყებული, სპეციალური სამსახურები. შესაბამისად, ვერ ვხედავ საფრთხეს და რაიმე პრობლემას, თუ რა ვადით იქნებოდა ეს ნამუშევრები საქართველოს ორბელიანების სასახლეში გამოფენილი. ნებისმიერი ფაქტი, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტს და წარმოადგენს ან თავდასხმას, ან პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმის მცდელობას, ვფიქრობ, ეს არის პოლიტიკური. ვფიქრობ, რომ თავდასხმაა, იმიტომ არის ამ საკითხთან დაკავშირებით ფართოდ გამოხატული ინტერესი“, – განაცხადა კონსტანტინე ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა