ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

თეა წულუკიანი - სააკაშვილმა კანონიერი სასჯელის თავიდან ასარიდებლად შეუთვალა უკრაინელებს, რომ მისი გული მათ ეკუთვნის

ნახვები: 534 თეა წულუკიანი - სააკაშვილმა კანონიერი სასჯელის თავიდან ასარიდებლად შეუთვალა უკრაინელებს, რომ მისი გული მათ ეკუთვნის

პატიმარმა სააკაშვილმა კანონიერი სასჯელის თავიდან ასარიდებლად შეუთვალა უკრაინელებს, რომ მისი გული მათ ეკუთვნის, როგორც ჩანს, ამან იმოქმედა ზელენსკიზეც და გულის სანაცვლოდ იცავს კრიმინალს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, სააკაშვილმა უნდა შეცვალოს ქცევა და შეეგუოს სასჯელს.

„რასაკვირველია, ჩვენ მოვუწოდებთ მას, პირადად მეც, რომ შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება. პატიმარი არ ეგუება სასჯელს, რომელიც აქვს მისჯილი კანონიერად და ირჩევს, ყველაფერი გააკეთოს, რათა აირიდოს სასჯელი. მაგალითისთვის, შეუთვალოს უკრაინელებს, რომ ჩემი გული თქვენ გეკუთვნით და იმედი აქვს, რომ უკრაინელები ამის გამო დაიცავენ. როგორც ჩანს, ამან ზოგიერთზე იმოქმედა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკიზე და ის სააკაშვილის გულის სანაცვლოდ გამოვიდა და იცავს კრიმინალს.

ამიტომ ჩვენ პირველ რიგში, ვინც ვართ ამ ქვეყნის შიგნით და გარედან არ ვუყურებდით უბედურებებს, რაც ამ ადამიანმა დაატრიალა ქვეყნაში, უნდა გავიხსენოთ, რისთვის არის სასჯელმისჯილი პატიმარი – არაერთი დანაშაულისთვის, რომლებიც მძიმე დანაშაულებია. შესაბამისად, საჭიროებს სასჯელის მოხდას. პატიმარმა უნდა შეცვალოს ქცევა, გამოიყენოს დახმარება, მათ შორის ფსიქოლოგის, თუ საჭიროა ფსიქიატრისაც და შეეგუოს სასჯელს. კანონში ასე წერია, რომ დააშავებ, შემდეგ მოგისჯიან და სასჯელი არის მოსახდელი. ეს მარტივი ანა-ბანაა, რომელსაც უნივერსიტეტების პირველ ფაკულტეტებზე ასწავლიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა