ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

„ვაშინგტონ პოსტი“ გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს - სულ უფრო მეტი ამერიკელი მიიჩნევს, რომ აშშ ზედმეტად ბევრ დახმარებას უწევს უკრაინას

ნახვები: 534 „ვაშინგტონ პოსტი“ გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს - სულ უფრო მეტი ამერიკელი მიიჩნევს, რომ აშშ ზედმეტად ბევრ დახმარებას უწევს უკრაინას

გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, სულ უფრო მეტი ამერიკელი მიიჩნევს, რომ აშშ ზედმეტად ბევრ დახმარებას უწევს უკრაინას.

გამოცემის თანახმად, კვლევაში 5 152 -მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მეოთხედი, ანუ 25% მიიჩნევს, რომ უკრაინა ზედმეტად ბევრ მხარდაჭერას უწევს უკრაინას. რაც 6%-ით უფრო მეტია, ვიდრე სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგი და 19%-ით მეტი, მარტის შემდეგ.

თუმცა, გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ ამერიკა სწორი რაოდენობის დახმარებას უწევს ქვეყანას. გამოკითხულთა 20%-ს სურს, რომ აშშ-მა უკრაინას დამატებითი დახმარება გაუწიოს. 20%-ზე მეტს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ იმ ამერიკელების წილი, რომლებიც ფიქრობენ, რომ აშშ-მა ზედმეტად ბევრი დახმარება გაუწია უკრაინას ეკონომიკური დახმარებისა და შეიარაღების თვალსაზრისით, რესპუბლიკელთა შორის უფრო მაღალია და 40 %-ს შეადგენს. ათიდან ექვსი დემოკრატი და დემოკრატების მხარდამჭერი კი თვლის, რომ აშშ საკმარისი რაოდენობის მხარდაჭერას უზრუნველყოფს, დაახლოებით 23%-კი თვლის, რომ ეს მხარდაჭერა არასაკმარისია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა