აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ

ნახვები: 551 ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ - ისეთი განცხადებები, როგორიც ახალმა თავმჯდომარემ გააკეთა, შეთანხმებული უნდა იყოს ყველა კოლეგასთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელის თანახმად, პარტია მზად არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ არათუ პარლამენტი, არამედ საკრებულოებიც დატოვოს.

 

დეკანოიძის განცხადებით, პარტია არის კოლეგიალური ორგანო და მოსაზრებების გაზიარებაა საჭირო. მისივე თქმით, ეს განცხადება მასთან შეთანხმებული არ ყოფილა

 

„აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ კოლეგებთან შეუთანხმებლად ასეთი განცხადებები არ კეთდება. ამ განცხადებების შესახებ არ ვიცოდი. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ყველას მოვუწოდებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მთავარი ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა გადარჩეს, მაგრამ პარტია არის კოლეგიალური ორგანო და ყველას სჭირდება კოლეგებთან აზრების გაზიარება. მე არ ვიცი, ეს რა კონტექსტში ითქვა, მაგრამ განსაკუთრებით ისეთი სერიოზული განცხადებები, როგორიც ახალმა თავმჯდომარემ ახლა გააკეთა, შეთანხმებული უნდა იყოს ყველა კოლეგასთან, ჩემთან შეთანხმებული არ ყოფილა", - განაცხადა დეკანოიძემ.

 

ის ასევე გამოეხმაურა მანდატების დატოვების საჭიროებაზე კობა ნაყოფიას განცხადებასაც და აღნიშნა, რომ თუ საკითხს პოლიტსაბჭო გადაწყვეტს, მას რაიმე საწინააღმდეგო არ აქვს, თუმცა, განცხადებები, რომლის უკან ცვლილებები არ ხდება, პოპულისტურია და ასეთი პოლიტიკას მომავალი არ აქვს.

 

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მნიშვნელობანი და თუ დადგება ეს საკითხი, რომ პარტიის პოლიტსაბჭომ გადაწყვიტოს, მე ამაზეც წინააღმდეგი არ ვარ. ყველას უნდა ესმოდეს, პარლამენტში ყოფნა არ ყოფნის საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში მუშაობა ნიშნავს, რომ ვმუშაობთ ნიკა გვარამიას საკითხზე, როგორც ევროსაბჭოში იყო ეს, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან. თუ პოლიტსაბჭო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ესეც იქნება მისაღები, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც პარლამენტშია. თუმცა, ძალიან არ მომწონს, როცა მხოლოდ განცხადებები კეთდება და იმის უკან არაფერი კონკრეტული ცვლილებები არ ხდება, ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ჩემი წარმოდგენით პოპულისტური პოლიტიკა, რადგან ასეთ პოლიტიკას უბრალოდ მომავალი არ აქვს არათუ პარტიაში, არამედ ზოგადად", - განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა