ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

,,ყოჩაღ კალა, ამ კამპანიით გამოხვედი არჩევნებზე? - ინგა გრიგოლია მედიის წარმომადგენლების საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრის ფაქტს ეხმაურება

ნახვები: 532 ,,ყოჩაღ კალა, ამ კამპანიით გამოხვედი არჩევნებზე? - ინგა გრიგოლია მედიის წარმომადგენლების საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრის ფაქტს ეხმაურება

,,ძლივს არ მივხვდი, რატომ დაერივნენ მედიას ეხლა?!!!! ყველა კოზირი შემოძარცვული ჰქონდათ და გვიპოვეს", - ასე ეხმაურება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე 24 ივლისს გვიან ღამით თბილისის ქუჩებში, მედიის წარმომადგენლების და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, სიძულვილით მოტივირებული პლაკატების გამოკვრას.

,, ყოჩაღ, კალა ამ კამპანიით გამოხვედი არჩევნებზე? მშიერ ხალხთან სათქმელი რომ აღარაფერი აქვს, ის ხელისუფლება ახალ მტერს პოულობს მედიის და სამოქალაქო აქტივისტების სახელით. რაც უფრო მეტ ბოროტებას გამოასხივებთ და ამაზე ააგებთ კამპანიას, მით უარესი თქვენთვის. მოშეს ებარებოდეთ! პლაკატებიდან კუდი გამოუჩნდა", - წერს გრიგოლია.

მისივე თქმით, ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წინააღმდეგ, ყველა რესურსი ამოწურული აქვს და ამჯერად მედიის დისკრედიტაციის ხარჯზე სურთ, რომ გაიმარჯვონ.

,,ძლივს არ მივხვდი, რატომ დაერივნენ მედიას ეხლა?!!!! ყველა კოზირი შემოძარცვული ჰქონდათ და გვიპოვეს. როგორ გამოღარიბაშვილებულხარ, კალაძე, ეს რა დაგმართია, რომ ამკამპანიას მოაწერე ხელი! ასე გააგრძელეთ!",- წერს ჟურნალისტი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა