ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მიმართა - ღარიბაშვილი, გომელაური არ უნდა გადადგნენ, აგერ ვარ მთავრობის წევრი და თუ რამის თავი გაქვთ, გადამაყენეთ

ნახვები: 534 თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მიმართა - ღარიბაშვილი, გომელაური არ უნდა გადადგნენ, აგერ ვარ მთავრობის წევრი და თუ რამის თავი გაქვთ, გადამაყენეთ

„ტვ პირველს" და ყველას გიპასუხებთ - რომ არ უნდა გადადგნენ ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური და მთავრობა. ისინი თქვენ უნდა გადააყენოთ, თუ რამის თავი გაქვთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სენაკში ყოფნისას ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რისი დასრულების შემდეგაც იქნება უპრიანი პასუხისმგებლობაზე საუბარი.

„რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა დადგინდება გამოძიების შედეგად. ექსპერტიზის პირველადი შედეგები აჩვენებს, რომ სავარაუდოდ არავითარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი 5 ივლისსა და გარდაცვალების ფაქტს შორის არ უნდა არსებობდეს. ეს ვარაუდია, დაველოდოთ გამოძიებას და პასუხისმგებლობები შემდეგ უნდა ვეძებოთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჟურნალისტებმა თეა წულუკიანს ჰკითხეს, „რას გულისხმობდა სიტყვებში - თქვენ უნდა გადააყენოთ, თუ რამის თავი გაქვთ", რაზეც მინისტრმა უპასუხა:

„აგერ ვარ მთავრობის წევრი და თუ რამის თავი გაქვთ, გადამაყენეთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ფონდ „ქართუს" მიერ რეაბილიტირებული სენაკის თეატრი გახსნა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა