ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

გიორგი ვაშაძე - მესამე ძალის ძლიერ კანდიდატს თუ დავაყენებთ, მას ექნება შესაძლებლობა, მეორე ტურში დაამარცხოს კახა კალაძე

ნახვები: 554 გიორგი ვაშაძე - მესამე ძალის ძლიერ კანდიდატს თუ დავაყენებთ, მას ექნება შესაძლებლობა, მეორე ტურში დაამარცხოს კახა კალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათთვის პირველი ამოცანაა, „ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ ნაწილში 43 პროცენტი ვერ მიიღოს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

მისივე თქმით, ყველაზე სწორი იქნება, ჩამოყალიბდეს მესამე ძალა და მან წარადგინოს მერობის კანდიდატი.

„ჩვენთვის, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის" ნომერ პირველი ამოცანა არის, რომ „ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ ნაწილში ვერ აიღოს 43 პროცენტი და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია შარლ მიშელის შეთანხმებაში. აქედან გამომდინარე, ყველა სტრატეგია, რომელსაც ჩვენ ვაგებთ, სწორედ ამაზეა ორიენტირებული. ყველაზე სწორი იქნება, მესამე ძალა ჩამოყალიბდეს და მან წარადგინოს მერობის კანდიდატი, ყველა პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურები წარადგინოს, რათა ხალხს მივცეთ არჩევანი. არ არის არჩევანი მხოლოდ „ქართულ ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის. არ არის არჩევანი მხოლოდ აწმყოსა და წარსულს შორის. არჩევანი არის აწმყოსა და მომავალს შორის. მე ამაზე ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობ და იმედი მაქვს, პირველი ეტაპის კონსოლიდაცია მოხდება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ხოლო შემდგომი ეტაპის კონსოლიდაცია უკვე მოხდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის", - განცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე არ აკონკრეტებს, ვის მოიაზრებს მესამე ძალად.

„არ მაქვს უფლება, ამაზე წინასწარ ვისაუბრო. ნახავთ, როდესაც კონსულტაციებს დავამთავრებთ. ვმსჯელობთ როგორც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან, ასევე კონკრეტულ პიროვნებებთან, რომლებიც შეიძლება, პოლიტიკაში ჩაერთონ", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ და დასძინა, რომ მესამე ძალის ძლიერ კანდიდატს ექნება შესაძლებლობა, მეორე ტურში დაამარცხოს კახა კალაძე.

„ჩვენ მესამე ძალის ძლიერ კანდიდატს თუ დავაყენებთ, მას ექნება შესაძლებლობა, მეორე ტურში დაამარცხოს კახი კალაძე", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა