ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

"ხაზგასმით აღნიშნეს, რომ 12 რეკომენდაციას შორის ნიკას პუნქტი გამორჩეულად მნიშვნელოვანია" - სოფო ლილუაშვილი ბუნდესტაგში შეხვედრებზე

ნახვები: 553 "ხაზგასმით აღნიშნეს, რომ 12 რეკომენდაციას შორის ნიკას პუნქტი გამორჩეულად მნიშვნელოვანია" - სოფო ლილუაშვილი ბუნდესტაგში შეხვედრებზე

ხაზგასმით აღნიშნეს, რომ 12 რეკომენდაციას შორის ნიკას პუნქტი გამორჩეულად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ბუნდესტაგში გამართული შეხვედრების შემდეგ “მთავარი არხის” დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მეუღლემ, სოფო ლილუაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“არ ველოდი, რომ ასეთი დოზით ექნებოდათ ინფორმაცია ნიკას საქმეზე კონკრეტულად, და ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმით, რომ საკმაოდ ასეთი, მსურე ინფორმაცია აქვთ ამ საქმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე. თუმცა ვიტყვი იმასაც, რომ ისინი დაგვპირდნენ, რომ ნიკას საქმეზე კონკრეტულად გაგრძელდება მონიტორინგი და მათ ძალიან აინტერესებთ ამ საქმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები.

 
 

 

უნდათ, რომ ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია როგორ ვითარდება მოვლენები ნიკას საქმის ირგვლივ.

ძალიან დიდი დოზით საუბარი იყო იმ 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე, რომელიც ჩვენ დაგვიწესა ევროპამ. ყველამ კარგად იცის ამის შესახებ, რომელშიც დეოლიგარქიზაციასთან და სხვა საკითხებთან ერთად არის ასე დავარქმევდი, ნიკას პუნქტი, რომელიც ეხება პოლიტპატიმრებს და სიტყვის თავისუფლებას და მედიათავისუფლებას და გამოითქვა კიდევაც ამასთან მიმართებაში მოსაზრება, სურს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას რომელიც საკმაოდ მჭიდრო კავშირში და კომუნიკაციაშია გერმანიასთან, ნამდვილად და რეალურად ევროპა და შეასრულებს თუ არა ის ამ 12-პუნქტიან რეკომენდაციებს და ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ რეკომენდაციებს შორის ნიკას პუნქტი ნამდვილად არის ყველაზე, ყველა პუნქტთან ერთად, ძალიან და გამორჩეულად მნიშვნელოვანი, რადგან ის ისევ და ისევ ეხება მედიას და სიტყვის თავისუფლებას”, – აცხადებს სოფო ლილუაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა