აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

პუტინი თუ წარუმატებელი იქნება უკრაინაში, საქართველო უფრო უსაფრთხოდ იქნება-დენიელ ფრიდი

ნახვები: 551 პუტინი თუ წარუმატებელი იქნება უკრაინაში, საქართველო უფრო უსაფრთხოდ იქნება-დენიელ ფრიდი

პუტინი თუ წარუმატებელი იქნება უკრაინაში, საქართველო უფრო უსაფრთხოდ იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ამერიკელმა დიპლომატმა, დენიელ ფრიდმა „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოს ინტერესებშია, რომ პუტინი წარუმატებელი იყოს უკრაინაში.

„პუტინის წარუმატებლობა უკრაინაში იქნება იმის დემონსტრირება, რომ მისი აგრესიის მოდელი – რუსეთის იმპერიის აღდგენა ომით, არ იქნება წარმატების მომტანი. ეს დაეხმარება საქართველოს, გაათავისუფლებს ამ შიშისგან და მისცემს საშუალებას, მიაღწიოს გაცხადებულ მიზანს, რაც არის უფრო ფართო ევროპის ნაწილად ქცევა. ახლა იოლი დრო არ არის. მე არ ვთავაზობ საქართველოს, გაუგზავნოს იარაღი უკრაინას, მაგრამ საქართველოს ნათლად უნდა ესმოდეს, რომ თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, საქართველო შეიძლება, იყოს შემდეგი. პუტინი თუ წარუმატებელი იქნება უკრაინაში, საქართველო უფრო უსაფრთხოდ იქნება. საქართველომ ნათლად უნდა აჩვენოს, რომ ვიდრე უკრაინაში იარაღის გაგზავნის საკითხზე ჩუმადაა, ემზადება თავდაცვისთვის და რუსეთისთვის იოლი სამიზნე არაა. ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, მაგრამ დღეს არაა აშკარა, რომ პუტინი წარმატებას მიაღწევს. ჩემთვის ცხადია, რომ ამ დრომდე პუტინი წარუმატებელია. დაძაბულობა რუსეთში იზრდება. იმედი მაქვს, ეს არის მომენტი, როდესაც ქართველები საკუთარი ქვეყნის დასაცავად უნდა გაერთიანდნენ. კარგად ვიცი პოლონეთი. პოლონეთი საქართველოს ძლიერი მეგობარია. პოლონეთში მმართველ პარტიას და ლიბერალურ ოპოზიციას ნამდვილად არ ეხატებათ გულზე ერთმანეთი. ისინი თითქმის ისევე არიან პოლარიზებული, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პოლონელები ერთიანები არიან. ისინი ახერხებენ ყველა საკითხზე დაპირისპირებას, მაგრამ უკრაინასთან დაკავშირებით თანხმობას ინარჩუნებენ. სწორედ ამიტომ არის პოლონეთი ძლიერი. ეს კარგი გაკვეთილია“, – განაცხადა ფრიდმა.

მისივე თქმით, საუკეთესო ვარიანტიაა თავშეკავებული პოლიტიკა საჯაროდ და გამბედავი საჯარო სივრცის მიღმა და სახლში.

„მე გარკვეული სიმპათიით ვარ განწყობილი მთავრობის პოზიციისადმი. თქვენ თავადაც ახსენეთ, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არ არის ძალიან კარგი. თქვენ რთულ ადგილას ხართ. მე ეს მესმის, მაგრამ რთული არ ნიშნავს უიმედოს. საქართველოს აქვს შესაძლებლობები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თავშეკავებული პოლიტიკა საჯაროდ, მაგრამ გამბედავი საჯარო სივრცის მიღმა და სახლში, არის საუკეთესო ვარიანტი, თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა, მე რას ვფიქრობ, ეს ქართველებმა უნდა შეიმუშავონ“, – განაცხადა ფრიდმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა