ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანა, დისკრედიტაციის მცდელობა-გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი

ნახვები: 554 რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანა, დისკრედიტაციის მცდელობა-გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები სამხედრო ჰოსპიტალში 2021 წელს ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებით აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია, - ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა განაცხადა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი იყო.

როგორც გოგორიშვილმა აღნიშნა, „რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, ექიმების დისკრედიტაციის მცდელობაა“.

„მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები სამხედრო ჰოსპიტალში 2021 წელს ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული, მკურნალობა, რომელიც იმ პერიოდში უტარდებოდა სააკაშვილს, თანხმდებოდა სახელმწიფო კონსილიუმთან, ამასთანავე მკურნალობასთან დაკავშირებით თითოეულ დეტალზე ინფორმირებულები იყვნენ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი და წევრები და სახალხო დამცველის აპარატთან არსებული სამედიცინო კომისია.

მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაც, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებაც და სტაციონარიდან მისი გაწერაც წარმოებდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. ამასთანავე, რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, ვფიქრობ, რომ არის ექიმების დისკრედიტაციის მცდელობა", - აღნიშნა ნინო გოგორიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა