ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩს, რენატ კუზმინსა და ანდრეი აქსიონოვს რადამ დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერა

ნახვები: 533 ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩს, რენატ კუზმინსა და ანდრეი აქსიონოვს რადამ დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ვიქტორ მედვედჩუკსა და კიდევ ოთხ სახალხო დეპუტატს – ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩს, რენატ კუზმინსა და ანდრეი აქსიონოვს უფლებამოსილება შეუჩერა.

მანდატების ჩამორთმევის გადაწყვეტილების საფუძველი ოთხი დეპუტატისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტა გახდა. რაც შეეხება ანდრეი აქსიონოვს, მან დეპუტატის მანდატზე ნებაყოფლობით თქვა უარი.

10 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინელ დეპუტატებს – ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩსა და რენატ კუზმინს უკრაინის მოქალაქეობა შეუწყვიტა. მისი თქმით, აღნიშნული პირებისთვის მოქალაქეობის გაუქმების გადაწყვეტილება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე მოხდა.

„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, ტარას კოზაკი ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გაიქცა რუსეთში. მას სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებენ. ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში იმალებოდა და რუსეთში გაქცევის მცდელობისას დააკავეს. მოგვიანებით, ის უკრაინელ სამხედრო ტყვეებში გაცვალეს. ყოფილი დეპუტატი დერკაჩი, უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის გენშტაბის ჯაშუშურ ქსელს ხელმძღვანელობდა და ახლა მასზე ძებნაა გამოცხადებული. კუზმინი კი ეჭვმიტანილია სახელმწიფოს ღალატში და უკრაინაში მასზეც ძებნაა გამოცხადებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა