ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ლუკ კოფი - უკრაინაში ომმა ყველას შეგვახსენა თურქეთის მნიშვნელობა შავი ზღვის რეგიონში

ნახვები: 554 ლუკ კოფი - უკრაინაში ომმა ყველას შეგვახსენა თურქეთის მნიშვნელობა შავი ზღვის რეგიონში

უკრაინაში ომმა ყველას შეგვახსენა თურქეთის მნიშვნელობა შავი ზღვის რეგიონში, – ამის შესახებ განცხადება ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, ლუკ კოფიმ „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„თურქეთი უკიდურესად მნიშვნელოვანი ხდება ნატო-სთვის. განსაკუთრებით ეს უკავშირდება „მონტროს კონვენციას“ და, ზოგადად, გეოგრაფიულადაც. ცხადია, აშშ-ს გვაქვს პრობლემები თურქეთთან ორმხრივ ურთიერთობებში, მაგრამ ნატო-ს შიგნით, თანამშრომლობის კუთხით, ჩვენ უნდა განვაგრძოთ მუშაობა თურქეთთან, რადგანაც ის ალიანსის მნიშვნელოვანი წევრია. თურქეთის მიერ სრუტეების ჩაკეტვამ რუსეთს შეუზღუდა შესაძლებლობები, მოეხდინა ძალის გადასროლა არა მხოლოდ შავ ზღვაში, არამედ მსოფლიოს სხვა წერტილებში, როგორებიცაა ლიბია, ჩრდილოეთ აფრიკა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთი, რა შემთხვევაშიც რუსეთი შეძლებდა ყირიმის გამოყენებას პლაცდარმად“, – განაცხადა კოფიმ.

ამასთან, მისივე თქმით, „თურქეთმა წარმატებას მიაღწია ე.წ. ხორბლის შეთანხმების გაფორმებით, რომელმაც, საბოლოო ჯამში, მეტი სარგებელი მოუტანა უკრაინას და ამავე დროს გამოაჩინა რუსეთის სისუსტე“.

„ალბათ ყველას ახსოვს, რამდენიმე კვირის წინ რუსეთის ფლოტზე თავდასხმა მოხდა და რუსეთმა შეაჩერა „ხორბლის შეთანხმებაში“ მონაწილეობა, თუმცა ამ შეთანხმების მოქმედება მაინც გაგრძელდა და რუსეთმა ვერაფერი გააკეთა. შედეგად, რუსეთის სისუსტე თვალსაჩინო გახდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლა, რაც ორივე მხარისთვის წარმატებული იყო, მაგრამ უკრაინის პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ პოლკ „აზოვის“ მეთაურები, რომლებიც ქალაქ მარიუპოლის თავდაცვას ხელმძღვანელობდნენ, ახლა თურქეთში თავისუფლად ცხოვრობენ. ვერავინ ვერასდროს იფიქრებდა, რომ რუსეთი ამ სამხედრო მეთაურებს როდესმე გაათავისუფლებდა. თურქეთმა შეძლო ამ გარიგების გაფორმება. ასე რომ, უკრაინაში ომმა შეგვახსენა ყველას თურქეთის მნიშვნელობა შავი ზღვის რეგიონში“, – განაცხადა კოფიმ.

ჰადსონის ინსტიტუტის უფროს მკვლევართან, ლუკ კოფისთან ინტერვიუს სრული ვერსიის მოსმენა შეგიძლიათ ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა