ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ირაკლი ზარქუა - გული მტკივა

ნახვები: 554 ირაკლი ზარქუა - გული მტკივა

გული მტკივა იმიტომ, რომ საფუძველი არ აქვს შიმშილობის. აქ ზარალდებიან ჩემი კოლეგები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტში მოშიმშილე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, შიმშილობის საფუძველი არ არსებობს, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დანაშაული ჩადენილი აქვს.

„მე ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან, რაც არ უნდა განსხვავებული ხედვა გვქონდეს, ჯანმრთელობას ვუსურვებ. კიდევ ერთხელ ვამბობ, გული მტკივა, იმიტომ რომ საფუძველი არ აქვთ შიმშილობის. აქ ზარალდებიან ჩემი კოლეგები, თორემ ჩვენ ვნახეთ იმ გასაჯაროებული კადრებიდან, სადაც ლუქს პალატაშია პატიმარი სააკაშვილი და სადაც ყველა სერვისი მიეწოდება. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ იქით ძალადობს ექთნებზე და ექიმებზე. ეს ალბათ, ცალკე ძიების საგანი უნდა გახდეს.

დასკვნა დაიდოს, რომ ისეთი დაავადება სჭირს, რასაც ვერ უმკურნალებს, მაგალითად, პენიტენციური, ან ჩვენი კლინიკები. ხალხნო, საფუძველი არ არის. შიმშილობის დაწყება, ისევე როგორც დამთავრება, ეს თავიდან ბოლომდე მათი უფლებამოსილებაა,“ - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დავით კირკიტაძე, ანა წითლიძე და თემურ ჯანაშია შიმშილობს. მათი მოთხოვნაა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა