ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ნახვები: 534 უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უკრაინის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტრო შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარების გაუარესების გამო.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმადაა შეშფოთებული უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარების მნიშვნელოვნად გაუარესების გამო. უკრაინის მოქალაქის კრიტიკული ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, უზრუნველყოს სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე, დააკმაყოფილოს შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესახებ, რათა ის გადაყვანილი იყოს ევროპის ან აშშ-ის კლინიკაში შემდგომი მკურნალობისთვის.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში უკრაინის უმაღლესი რადას წარმომადგენლის, დმიტრო ლუბინეცის დაშვება მიხეილ სააკაშვილთან. უკრაინა მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უკრაინის მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, მათ შორის მიხეილ სააკშვილის, რომელიც უნდა გათავისუფლდეს“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა