ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

არჩილ თალაკვაძე - გავრცელებულმა კადრებმა დაადასტურა, რომ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ იკვებება, შესაბამისად, მკურნალობის შედეგების და ექიმების კრიტიკა უსაფუძვლოა

ნახვები: 554 არჩილ თალაკვაძე - გავრცელებულმა კადრებმა დაადასტურა, რომ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ იკვებება, შესაბამისად, მკურნალობის შედეგების და ექიმების კრიტიკა უსაფუძვლოა

გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ, მაღალი ალბათობით, როგორც აქ ჩანს, პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ ასრულებს რეკომენდაციებს, არ იკვებება და ისევ სახელმწიფოს და ისევ პენიტენციურ ჯანდაცვას უყენებენ პრეტენზიებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პალატაში ყოფნის ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, გასაგებია, რომ სააკაშვილის გარემოცვის მიზანი არა მისი ჯანმრთელობა, არამედ პოლიტიკური ტემპერატურის შექმნა და გაკოტრებული რეჟიმიდან როგორშიც “ნაციონალური მოძრაობაა", თავის დაღწევაა.

„არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი. გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ბევრ ადამიანს ჰქონდა ეჭვი და კითხვის ნიშნები აქამდე, რომ პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, ის ასევე არ იკვებება სრულფასოვნად, შესაბამისად, მკურნალობის შედეგების კრიტიკა, ექიმების კრიტიკა, პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის დისკრედიტაცია, ამ შემთხვევაში, გახლავთ უსაფუძვლო. რა თქმა უნდა, სინამდვილეში, ამ ყველაფრის უკან დგას სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის ინტერესი, რომ მისი პატიმრობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები გამოიყენონ როგორმე ისევ დესტაბილიზაციისთვის ასევ იმისთვის, რომ დაძაბონ ჩვენი საზოგადოება და შეიტანონ დისონანსი იმ პროცესში, რასაც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჰქვია. რეალობა გახლავთ ის, რომ სახელმწიფომ გამოხატა სრული მზადყოფნა მიაწოდოს პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება. გამოხატა მზადყოფნა, რომ მოიწვიოს ნებისმიერი პროფილის ექიმი, ვისაც ჩათვლის საჭიროდ მისი ოჯახი და დაცვის მხარე, მისი ჯანმრთელობის ინტერესები, თუმცა, ამაზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ეს ადასტურებს იმას, რომ, სინამდვილეში, ამ ადამიანებს და სააკაშვილის გარემოცვას არა მისი ჯანმრთელობის საკითხები, არამედ სხვა ინტერესები აქვს. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური მოტივაცია და მართლმსაჯულებისთვის თავის დაღწევის სურვილი, კანონის გვერდის ავლით. გავიმეორებ იმას, რომ გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ, მაღალი ალბათობით, როგორც აქ ჩანს, პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ ასრულებს რეკომენდაციებს, არ იკვებება და ისევ სახელმწიფოს და ისევ პენიტენციურ ჯანდაცვას უყენებენ პრეტენზიებს. ეს სპეკულაცია უნდა დასრულდეს. მან უნდა ითანამშრომლოს ექიმებთან. თუ არ მოსწონს ეს სამედიცინო მომსახურება, არის სრული მზადყოფნა ჩამოვიყვანოთ ის ექიმები, რომელსაც ენდობა და რომელსაც დაუჯერებს. თუ, რა თქმა უნდა, რეალური მიზანი და სურვილია მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული. მეგობრებმაც, პოლიტიკურმა თანამებრძოლებმაც მას ამისკენ უნდა მოუწოდონ და არა პოლიტიკური დემარშისა და საბოტაჟისკენ. გვესმის, რომ მათი გარემოცვის მიზანი არაა სააკაშვილის ჯანმრთელობა. მათი მიზანია როგორმე პოლიტიკური ტემპერატურა შექმნან და გაკოტრებული რეჟიმიდან როგორშიცაა "ნაციონალური მოძრაობა", როგორმე დააღწიონ და გაიტანონ თავი ამ პოლიტიკურ ვითარებაში", - განაცხადა თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა