ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ნახვები: 534 ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყარა კენჭი.

608 ევროპარლამენტარიდან, რეზოლუციას მხარი 430-მა დაუჭირა, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა. ევროპარლამენტმა რეზოლუციას კენჭი შესწორებებით უყარა, საიდანაც ნაწილს მხარი დაუჭირა, ნაწილს კი არა.

რეზოლუცია ესტონელი ევროდეპუტატის, ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრის, საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელის, სვენ მიქსერის ანგარიშის მიხედვით მომზადდა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს კომპრომისული შესწორებებით მხარი 8 ნოემბერს დაუჭირა.

შეგახსენებთ, გუშინ, 13 დეკემბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე დებატები გაიმართა, რა დროსაც ევროპარლამენტარებმა კრიტიკული განცხადებები გააკეთეს საქართველოში შექმნილ შიდაპოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით. გაკეთდა მოწოდებები, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლების შესახებ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა