ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ვოლოდიმერ ზელენსკი:ბიჭებო, გამაგრდით! მე თქვენთან ვარ, ხალხი თქვენთანაა

ნახვები: 534 ვოლოდიმერ ზელენსკი:ბიჭებო, გამაგრდით! მე თქვენთან ვარ, ხალხი თქვენთანაა

ზამთარი რთული იქნება, მაგრამ მაინც ღირს ამ ზამთრის აღქმა არა გამოცდად, არამედ დროდ, რომელიც გვაახლოებს მთავართან, გამარჯვებასთან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

 
 

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„ჩვენი თავდაცვის ძალები მყარად იკავებენ პოზიციებს და ურთულეს მიმართულებებსაც კი. რამდენჯერ დაგეგმეს ოკუპანტებმა მთელი დონბასის აღება, ბახმუტში ყოფნა… რამდენჯერ გამოაცხადეს წინსვლის ახალი ვადები, გამარჯვებები… ჩვენი ბიჭები ნამდვილი გმირები არიან. და ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა – სახელმწიფოსიც და ხალხისაც, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს თავდაცვის ძალებს, გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის ძალები, ვიპოვოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის მსოფლიოში. ვიცი, რა რთულია ბახმუტში, დონბასში. ბიჭებო, გამაგრდით! მე თქვენთან ვარ. ხალხი თქვენთანაა. ამ ამოცანის შესასრულებლად, წარმატებით განსახორციელებლად, სწორედ ამიტომ ყოველთვის მხარი უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება უკრაინის გაძლიერებას და ვინც ამ ზამთრის შემდეგ აუცილებლად შეძლებს თქვას, რომ ჩვენი გამარჯვების მოახლოებაც მისი პირადი შედეგია, პირადი მიღწევა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა