ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ირაკლი კობახიძე - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა საერთოდ არ იყო საჭირო

ნახვები: 533 ირაკლი კობახიძე - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა საერთოდ არ იყო საჭირო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა საჭირო არ იყო, თუმცა ხელისუფლებამ „თხოვნა მხედველობაში მიიღო“.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებამ დოკუმენტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის შესახებ თხოვნა მიიღო როგორც ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისგან, ისე ევროკავშირის ახლად დანიშნული ელჩისგან.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, ვენეციის კომისიაში ამ კანონპროექტის გაგზავნის თაობაზე. ამის მიზეზი იყო თხოვნა, რომელიც ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მხრიდან საჯაროდ მოვისმინეთ. მისი რეკომენდაცია იყო ამ დოკუმენტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა. ასევე შეხვედრა გვქონდა ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩთან და ასეთი თხოვნა მისგანაც მოვისმინეთ.

ახლაც მგონია, რომ ამ დოკუმენტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა საერთოდ არ იყო საჭირო, მაგრამ რადგან ასეთი თხოვნები იყო, მხედველობაში მივიღეთ და შესაბამისად, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა