ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ირაკლი ზარქუა ჯინ შაჰინის განცხადებაზე - სისულელეა, შტერობაა - ამიტომაც დაკარგეს დემოკრატებმა კონგრესში უმრავლესობა

ნახვები: 554 ირაკლი ზარქუა ჯინ შაჰინის განცხადებაზე - სისულელეა, შტერობაა - ამიტომაც დაკარგეს დემოკრატებმა კონგრესში უმრავლესობა

ის, ვინც ასეთ სისულელეს იტყვის, ვერ გავიზიარებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი პარტნიორი ვინც არის, ევროკავშირი ამერიკასთან ერთად, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე სენატორ შაჰინის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას საქართველოში არსებულ ვითარებაზე.

მისი თქმით, ევროკომისარმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველო წინ მიდის, ხოლო ევროკომისარი „არ არის კუბილიუსი, ან გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკაში მოსული ფოტიგები და გრეგოროვები“.

„ის არის დანიშნული ჩინოვნიკი, რომელიც ევროპის გაფართოებას ხელმძღვანელობს და შაჰინმა ასეთი არასწორი ინფორმაციებით, არასწორი მიდგომებით, ტაქტიკით ... ამიტომაც არის რომ დემოკრატებმა დაკარგეს კონგრესში უმრავლესობა.

იმის მერე, რაც ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ევროკომისარი ამბობს, რომ წინ არის ქვეყანა, განვითარების სწორი მიმართულებით მივდივართ, ის, ვინც იტყვის, ხომ არ გადავხედოთ საქართველოსთან თანამშრომლობასო, სისულელეა, შტერობაა,“ - განაცხადა ზარქუამ.

რაც შეეხება იმას, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ისაუბრა აშშ- ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემაც, ზარქუა აცხადებს, რომ ეს ტყუილია და ქვეყანა წინ მიდის.

„ტყუილია, ტყუილია. რაც შეეხება თანაშემწეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ მოწადინებული ვართ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ამისთვის ბევრ რეფორმას მხარი დავუჭირეთ, კანონპროექტები მოვამზადეთ, მათ შორის ის, რაც ანტიკონსტიტუციურია, მაგალითად, თანამდებობის პირების არჩევა უმრავლესობით. შეგიძლიათ ერთი მაგალითი დამისახელოთ, სად ხდება ასე? - არა, გაჩუმებული ხართ. არ არსებობს პრაქტიკაში, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია მმართველი პარტიისთვის ევროინტეგრაცია, რომ ჩვენ წავედით ამაზე, მათ შორის დეოლიგარქიზაცია მეორე მოსმენით მივიღეთ, რადიალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, კითხვები არ გიჩნდებათ?” - განაცხადა ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა