ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

დღევანდელი ხელისუფლება საბჭოთა ხელისუფლებაა? - მათიკაშვილი სახალხო დამცველის კანდიდატს

ნახვები: 552 დღევანდელი ხელისუფლება საბჭოთა ხელისუფლებაა? - მათიკაშვილი სახალხო დამცველის კანდიდატს

წარსულში გაკეთებული განცხადებები შეახსენეს ადამიანის უფლებათა კომიტეტზე სახალხო დამცველობის კანდიდატს ლელა გაფრინდაშვილს.

დავით მათიკაშვილმა გაფრინდაშვილს იმ განცხადების შესახებ ჰკითხა, სადაც სახალხო დამცველის კანდიდატი წერს, რომ „ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ჩვენ ხალხმა ვერ მოვიშორეთ პოსტსაბჭოთა ხელისუფლებები და ვერ მოვიყვანეთ ხელისუფლებაში პატრიოტი, უკომპრომისო და პოსტსაბჭოთა სისტემისგან შეურყვნელი ადამიანები“. 

„დღევანდელი ხელისუფლება საბჭოთა ხელისუფლებაა, თქვენი აზრით ?“ – მათიკაშვილი.

გაფრინდაშვილი: დიახ, პოსტსაბჭოთა ხელისუფლებაა. ეს პოლიტიკური და ფილოსოფიური ტერმინია.
 

მათიკაშვილი: და ვერ მოვიყვანეთ ხელისუფლებაში პატრიოტი და უკომპრომისო ადამიანები?
 

გაფრინდაშვილი: დიახ, უმრავლესობაში ვერ მოვიყვანეთ.
 

მათიკაშვილმა ლელა გაფრინდაშვილს ასევე დელიგარიზაციაზეც ჰკითხა. მმართველი გუნდის წევრს აინტერესებდა, თუ ვის თვლის გაფრინდაშვილი ოლიგარქად და საერთოდ თუ არსებობენ ჩვენს ქვეყანაში ოლიგარქები.

არ ვიცნობ ამ საკითხს ისე კარგად, რომ გიპასუხოთ, ვინ არიან ოლიგარქები. ჩემი საქმიანობა ამ მომენტში ამ სფეროსთან დაკავშირებული არაა. მიმაჩნია, რომ ოლიგარქები პოლიტიკაში არ უნდა მონაწილეობდნენ, მათი საქმე პოლიტიკა არაა. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ფული პოლიტიკაში არ უნდა მონაწილეობდეს და პოლიტიკა უნდა აკეთოს ხალხმა და არა ფულიანმა ხალხმა", - უპასუხა ლელა გაფრინდაშვილმა.

პარლამენტმა სახლხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესი კვირის ბოლომდე უნდა დაასრულოს.

დღეს დეპუტატები კიდევ სამ კანდიდტას მოუსმენენ.

 

 
 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა